26 წლის ქართველი ფორვარდით სერია "ბ"-ს გუნდი "პერუჯაა" დაინტერესებული და "ემპოლის" მჭედლიძის თაობაზე ოფიციალური წინადადებითაც მიმართა, თუმცა, როგორც იტალიური pianetaempoli.it იტყობინება, მიუხედავად ფორვარდ ალბერტო ჯილარდინოს შეძენის, კლუბის ხელმძღვანელობის გეგმებში მჭედლიძის გაშვება არ შედის.
შეგახსენებთ, რომ "ემპოლიმ" ლევან მჭედლიძე 2010 წელს "პალერმოდან" 1,3 მილიონ ევროდ შეიძინა.