ლეგიონი: გიორგი არაბიძე - ამჯერად მხოლოდ საგოლე გადაცემა

AutoSharing Option
უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური გამართა დონეცკის "შახტარმა", რომლის რიგებშიც გიორგი არაბიძე ასპარეზობს. მეოთხე ტურში "შახტარი" ლვოვის "კარპატს" ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა - 1:1.

არაბიძე დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. "შახტარის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, არაბიძე მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ქართველმა შემტევმა, მართალია, ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე გადაცემა კი მიითვალა.

არაბიძეს, რომელმაც 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ სამ ტურში გაიტანა, გოლის გატანა უკვე მატჩის მე-4 წუთზე შეეძლო, თუმცა მისი სახიფათო საჯარიმო დარტყმა "ცხრიანიდან" მეკარემ მოხსნა. პირველ
ტაიმში გიორგიმ მეტოქის კარის აღება შორეული დარტყმითაც სცადა, თუმცა ამჯერადაც მეკარემ იყოჩაღა. მატჩის 78-ე წუთზე გიორგიმ საჯარიმო მოიპოვა, რომლის შესრულება თავადვე ითავა: ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ნიკიტა ადამენკომ კი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

4 ტურის შემდეგ არაბიძის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, "შახტარი" კი 10 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. მომდევნო შეხვედრას დონეცკელები 20 აგვისტოს, "დნიპროს" წინააღმდეგ გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი რამე ვერ გავიგეთ,არაბიძეს გატანილი გოლების 70 პროცენტი ჯარიმებიდან აქვს,თან ძალიან ჭკვიანურად ურტყამს,ნაკრებში კი ნორმალურად დარტყმული საჯარიმო მე მგონი არ გვახსოვს ერთი 8 წელი ალბათ.ვინც შეკრა ნორმალური ნაკრები იმ კაცს არ დააცალეს და გაუშვეს. ჩემი მტერი არაა ამ კაცმა გუნდი დააყენოს.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
ჯონი
12 აგვისტო 2016 22:50
0
ხო და იმისთქმა მინდა რომ ეს ბიჭი ჯარიმებს კი ასრულებს კარგად მარა ამ ჯარიმების ამკიდებელი არავინ გვყავს ნაკრებში :)
ფანატ
12 აგვისტო 2016 22:47
0
ერთი რამე ვერ გავიგეთ,არაბიძეს გატანილი გოლების 70 პროცენტი ჯარიმებიდან აქვს,თან ძალიან ჭკვიანურად ურტყამს,ნაკრებში კი ნორმალურად დარტყმული საჯარიმო მე მგონი არ გვახსოვს ერთი 8 წელი ალბათ.ვინც შეკრა ნორმალური ნაკრები იმ კაცს არ დააცალეს და გაუშვეს. ჩემი მტერი არაა ამ კაცმა გუნდი დააყენოს.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
ჯონი
12 აგვისტო 2016 22:23
0
გამოიძახოს ნაკრებში , რაღა დროს მაგის პატარაობაა.../ ანანიძე რა ასაკის ათამაშეს არ გახსოვთ? ან ყენია ?// ხო ხედავთ რო შეუძლია ჯარიმების დარტყმა , ჩვენ კიდე სტანდარტულებს საერთოდ ვერ ვიყენებთ...
Vaso
12 აგვისტო 2016 19:43
0
არ გამოიძახოთ ეროვნულ ნაკრებში არაფრით ... კანკავა გამოიძახეთ,ლობჯანიძე,ამისულაშვილი... და კიდე რენე ფერეირა არ დაგავიცკდეთ
maradona
12 აგვისტო 2016 15:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული