ლეგიონი: ბატე-ს გულშემატკივრებმა ვაკო გვილია გამოარჩიეს

AutoSharing Option
13 აგვისტოს, ბელორუსის ჩემპიონატის მორიგი ტური ჩაატარა ვაკო გვილიას ბორისოვის ბატე-მ, რომელმაც შინ "მინსკს" უმასპინძლა. ბატე-მ 3:1 იმარჯვა, გვილიამ კი ბელორუსულ კლუბში პირველი გოლი გაიტანა.

- გვილიას შორეული - ვაკომ ბატე-ში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

მატჩის დასრულების შემდეგ ბატე-ს ოფიციალურმა საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გულშემატკივართა შორის გამოკითხვა ჩაატარა.

8,1 ქულით გულშემატკივრებმა სწორედ ქართველი ნახევარმცველი გამოარჩიეს. ამდენი ქულა მიიღო ფორვარდმა ვიტალი როდიონოვმაც, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც გააკეთა.

18 ტურის შემდეგ ქართველის გუნდი 44 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში
უდგას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული