ეჭვობენ, რომ ყახაზეთის ჩემპიონატის მატჩი, რომელშიც მარცვალაძემ გაიტანა, გარიგებული იყო

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე ოთარ მარცვალაძისა და გოგიტა გოგუას გუნდი "ორდაბასი" გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. საუბარია ყაზახეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაზე, რომელშიც ქართველების გუნდმა "აქტობესთან" ფრედ, 4:4 ითამაშა.

13 აგვისტოს გამართულ თამაშში ანგარიში ოთარ მარცვალაძემ გახსნა, გოგიტა გოგუამ კი 53-ე წუთამდე ითამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სკანდალი თამაში დასრულების შემდეგ შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ინტერნეტში გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც სავარაუდოდ, "ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი "აქტობეს" გენერალურ დირექტორს ელაპარაკება. დიალოგიდან ისე ჩანს, რომ "აქტობეს" ეს თამაში განგებ უნდა წაეგო, მაგრამ პირობა არ შეასრულა...

ფაქტთან დაკავშირებით ყაზახეთის
ფეხბურთის ფედერაცია გამოძიების ჩატარებას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული