დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის V ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
AUTO PLAY
football.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ერთი ქართველი ლეგიონერი შევიდა - ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა.

"გასულ ტურში ოდესელებმა ორჯერ გაიტანეს სტანდარტული მდგომარეობებიდან. მაშინ ცენტრალური მცველი მარტინენკო გამოირჩა. ახლა ბაბიჩის გუნდს მოსაგებად ერთი გოლი ეყო, რომელიც ანდრიევსკის ჩაწოდების შემდეგ სხვა ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მცველის გუნდს გოლი არ გაუშვია", - წერს უკრაინული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ოდესის "ჩერნომორეცმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ზირკა". გამარჯვების გოლი 39-ე წუთზე ხოჭოლავამ გაიტანა. "ჩერნომორეცი" 5 ტურის შემდეგ 6 ქულით
მე-6 ადგილზეა. გუნდში კიდევ ერთი ქართველი მცველია - გიორგი გადრანი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხოჭო შენ გიჟო!! ძვლივს გვეღირსა გამოიძახეს ეროვნულში!
ბაჯელა
11:48 25-08-2016
0
მართალია,რატო არ იძახებენ,რატო არ ინტერესდებით?ბოლობოლო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რო ითამაშებს უკრაინულ პარი მატჩ ლიგაში უფრო დაფასებული არ იქნება?,ამისულაშვილი კიდევ უკვე წარსულია თითქმის.იგივეს ვიტყოდი ლიპარტიაზე,ამოიღეთ ხმა და თქვით რამე პატივცემულებო
ბაჩო გ
20:50 22-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული