14:54 22-08-2016
დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის V ტურის სიმბოლურში
AutoSharing Option
"გასულ ტურში ოდესელებმა ორჯერ გაიტანეს სტანდარტული მდგომარეობებიდან. მაშინ ცენტრალური მცველი მარტინენკო გამოირჩა. ახლა ბაბიჩის გუნდს მოსაგებად ერთი გოლი ეყო, რომელიც ანდრიევსკის ჩაწოდების შემდეგ სხვა ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მცველის გუნდს გოლი არ გაუშვია", - წერს უკრაინული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ოდესის "ჩერნომორეცმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ზირკა". გამარჯვების გოლი 39-ე წუთზე ხოჭოლავამ გაიტანა. "ჩერნომორეცი" 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-6 ადგილზეა. გუნდში კიდევ ერთი ქართველი მცველია - გიორგი გადრანი.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
მე პირადად მაინტერესებს და