დღეში ორჯერ ვვარჯიშობ - როდის შედგება აბურჯანიას დებიუტი "სევილიაში"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სევილიას" ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას ახალ კლუბში დებიუტი სანაკრებო პაუზის შემდგომ ექნება. ამის შესახებ Sportall.ge-ს თავად ფეხბურთელმა განუცხადა.

აბურჯანიას, რომელსაც ესპანეთში სამუშაო ვიზის მიღებაზე მცირე პრობლემები შეექმნა, საკმაო ხანი არ უვარჯიშია და ახლა ორმაგი დატვირთვით ვარჯიშობს.

21 წლის ფეხბურთელის თქმით, მის დებიუტს სეგუნდა დივიზიონის გუნდ "სევილია ატლეტიკოში" არც მომდევნო ტურში უნდა ველოდოთ.

"25 დღეა არ მივარჯიშია, ამიტომ სათამაშო ფორმის აღსადგენად ახლა ინდივიდუალური პროგრამით დღეში ორჯერ ვვარჯიშობ. ამ ვარჯიშების მიზანი და აზრი მოსამზადებელ პერიოდში ფიზიკურად მოძლიერებაა.

საჭიროა, რომ
სრული სეზონისთვის სათანადოდ მოვემზადო - გულ-სისხლძარღვთა სისტემაც და კუნთებიც მწყობრში უნდა იყოს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებმა შემდგომი სეზონის განმავლობაში არ იჩინოს თავი.

ასე რომ, ჯერ მოსამზადებელ პერიოდს გავდივარ, რომელიც საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამიცდა, "სევილიაში" დებიუტი კი ეროვნული ნაკრების თამაშის შემდეგ მექნება", - გვითხრა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ამ მატჩისთვის გუნდში აბურჯანიაც იხმო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქართველმა ფეხბურთლემა ორჯერ კი არა საერთოდ არ უნდა გავიდეს მოედნიდან, ფეხბურთის გაგნებაში არ არის არც ერთი
giorgi
12:28 23-08-2016
0
ცუდია ამდენი უთამაშებელი ფეხბურთელი რომ ემთხვევა ავსტრიასთან მოახლოვებულ მატჩს.მწვრთნელმა კარგად უნდა შეარჩიოს ავსტრიასთან ძირითადი შემადგენლობა.
bebeto
12:25 23-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული