football.kulichki.net: გიორგი ლორია ყველაფერს იჭერდა, რაც კი მისი კარისკენ მიფრინავდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარის, გიორგი ლორიას კარგი თამაში სტუმრად მოსკოვის "ლოკომოტივთან", უყურადღებოდ არც რუსულ სპორტულ საიტებს დარჩათ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და სტუმრებმა რომ ქულა მოიპოვეს, ამას უპირველესად ლორიას უნდა უმადლოდნენ, რომელმაც ჯერ არაერთი რთული დარტყმა აიღო, შემდეგ კი პენალტიც მოიგერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მეკარე ტურის სიმბოლურ ნაკრებში საიტმა football.kulichki.net-მა შეიყვანა.

"სამარელთა მეკარე, რომელმაც ჯერ კიდევ "სპარტაკთან" გასვლით მატჩში აღაფრთოვანა ყველა, დედაქალაქში სასწაულების ჩადენას აგრძელებს. "ლოკომოტივმა" ქართველის კარში გატანა ვერც შორეული დარტყმებით შეძლო, ვერც
ერთი-ერთზე გასვლით და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც 11-მეტრიანით. გოლკიპერი ყველაფერს იჭერდა, რაც კი მისი კარისკენ მიფრინავდა და ამით გუნდს რთული ქულა მოუპოვა. "ლოკომოტივთან" ლორიას ანგარიშზე 8 "სეივია", ოთხი ტურის განმავლობაში კი მან თანაგუნდელები უკვე 25-ჯერ იხსნა", - წერს საიტი.

ქართველი მეკარის წარმატებული თამაშის მიუხედავად, "კრილიას" ოთხ ტურში ორ-ორი ფრე და მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში 2 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

ლორია ტურის სიმბოლურში "სპორტ ექსპრესმა" და "ჩემპიონატმა" შეიყვანეს. "ჩემპიონატმა" ის ტურის სამ საუკეთესო ფეხბურთელშიც მოახვედრა, რომელთაგანაც მკითხველებმა ტურის საუკეთესო უნდა დაასახელონ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრებშიც ასე ეთამაშოს.
სოსო მოსიაშვილი
23 აგვისტო 2016 19:50
0
ეეჰ, რამდენი მეკარეა გიორგიზე სუსტი ევროპის ელიტურ ლიგებსი... სად აქვტ ტვალები...
kaxeli papa
23 აგვისტო 2016 17:27
0
Вратарь: Георгий Лория («Крылья Советов»). Вратарь самарцев, которым все восхищались после выезда к «Спартаку», продолжает творить чудеса в столице. «Локомотив» не сумел пробить грузина ни дальними ударами, ни после выходов один на один, ни даже с пенальти. Поймавший кураж голкипер тащил всё, что летело в створ, принеся своей команде трудовое очко.
Факт: 8 сэйвов на счету Лории в матче с «Локомотивом», а всего за 4 тура голкипер успел выручить партнеров 25 раз.
Mishka
23 აგვისტო 2016 16:51
0
ნეტა მტელი ნაკრები ასეტ ფორმაში იყოს
ალეკსანდრე
23 აგვისტო 2016 15:42
0
ლორიას საღოლ მაგრამ სათაურები შეარჩიე ადმინ :D :D :D
912
23 აგვისტო 2016 15:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული