შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და სტუმრებმა რომ ქულა მოიპოვეს, ამას უპირველესად ლორიას უნდა უმადლოდნენ, რომელმაც ჯერ არაერთი რთული დარტყმა აიღო, შემდეგ კი პენალტიც მოიგერია.
საქართველოს ნაკრების მეკარე ტურის სიმბოლურ ნაკრებში საიტმა football.kulichki.net-მა შეიყვანა.
"სამარელთა მეკარე, რომელმაც ჯერ კიდევ "სპარტაკთან" გასვლით მატჩში აღაფრთოვანა ყველა, დედაქალაქში სასწაულების ჩადენას აგრძელებს. "ლოკომოტივმა" ქართველის კარში გატანა ვერც შორეული დარტყმებით შეძლო, ვერც
ქართველი მეკარის წარმატებული თამაშის მიუხედავად, "კრილიას" ოთხ ტურში ორ-ორი ფრე და მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში 2 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.
ლორია ტურის სიმბოლურში "სპორტ ექსპრესმა" და "ჩემპიონატმა" შეიყვანეს. "ჩემპიონატმა" ის ტურის სამ საუკეთესო ფეხბურთელშიც მოახვედრა, რომელთაგანაც მკითხველებმა ტურის საუკეთესო უნდა დაასახელონ.