"მალაგას" ჯაბა კანკავა სურს, მაგრამ "რეიმსი" საკმაოდ დიდ კომპენსაციას ითხოვს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის შესახებ "ეკიპმა" ეს ინფორმაცია ადრე გაავრცელა - შესაძლოა, ჯაბა კანკავამ კარიერა ესპანეთის ლა ლიგის კლუბ "მალაგაში" გააგრძელოსო. ახლა პოპულარულმა გამოცემამ ქართველ ნახევარმცველს კიდევ ერთი წერილი მიუძღვნა სათაურით - "კანკავა მალაგას შეუერთდება?" - "ეკიპი" ამტკიცებს, რომ "რეიმსსა" და ანდალუსიურ კლუბს შორის მოლაპარაკება განახლდა...

"ჯაბა კანკავამ "რეიმსში" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ამის მიუხედავად, მისი გუნდი ფრანგულ ლიგა 2-ში დაქვეითდა. მაგრამ შესაძლოა, კანკავა ესპანეთში გადავიდეს.

ინფორმაციის თანახმად, ესპანურ კლუბს დაცვითი სტილის ქართველი ნახევარმცველით გაძლიერება სურს. "რეიმსის" ხელმძღვანელებმა კი რამდენიმე ლიდერს
უკვე მიანიშნეს, რომ კარგი წინადადების შემთხვევაში, ხელს არ შეუშლიდნენ. ამდენად, 30 წლის ჯაბა კანკავას შეუძლია, კარიერაში დიდი ნახტომი გააკეთოს და ლა ლიგის გუნდს შეუერთდეს.

"მალაგას" მესვეურებმა ფეხბურთელის გადასაბირებლად გადამწყვეტ ზომებს მიმართეს და ფრანგ კოლეგებს ქართველის ტრანსფერზე დაელაპარაკნენ. დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ყოფილი ფეხბურთელი ფრანგულ ლიგა 2-ში თამაშს არ აპირებს.

ცოტა ხნის წინ იყო ინფორმაცია, თითქოს მას "ნიცა" ხელშეკრულებას 2019 წლამდე სთავაზობდა, თურქეთში კი "ტრაბზონსფორი" იწვევდა", - წერს "ეკიპი".

ჯაბას კანკავას საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშის სურვილი მართლაც არ აქვს და კლუბის დატოვება სურს. თუმცა ფრანგულ გამოცემას მთავარი გამორჩა - "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფრანგულ კლუბთან ჯერაც კონტრაქტი აკავშირებს, "რეიმსი" კი მასში საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს და დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებები სწორედ ამის თაობაზე მიმდინარეობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკლუბოდ ყოფნას ისევ რეიმსში თამაში ჯობია.
kika
14:23 25-08-2016
0
დაიწყო უკვე ჩემპიონატები გაწყვიტო შეგიძლია კონტრაქტი!!!
svani
14:06 25-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული