საბა კვირკველია "კრასნოდარში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია "კრასნოდარში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.

უკვე ვიცით, რომ რაც ყაზანის "რუბინში" ესპანელი მწვრთნელი ხავი გრასია მივიდა, საბას სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს. მეტიც, ის განაცხადშიც კი ვეღარ ხვდება.

"კრასნოდარს" ოლეგ კონონოვი წვრთნის. რუსეთის წინა ჩემპიონატში ამ გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თუ კვირკველია "კრასნოდარში" გადავა, ასრულდება მისი სიტყვები და ის "რუბინზე" უფრო ამბიციური კლუბის მაისურას მოირგებს.

- საბა კვირკველია: გპირდებით, თუ წავედი, "რუბინზე" ბევრად მაგარ გუნდში
წავალ


გუშინ, შუადღისას, სანამ რუსული მედია ამ ინფორმაციას გაავრცელებდა, "ლელო" კვირკველიას შეეხმიანა. მან კი გვითხრა, ყველაფერი ძველებურადააო, მაგრამ სატრანსფერო პერიოდი დასასრულს უახლოვდება და გასაკვირი არ არის, რომ მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს არის ფულის ხამობა და მეტი არაფერი. ამბიციურ გუნდში მინდა გადასვლაო.. მიხვდა ალბათ რომ არ არის ის დონე თვითონ როგორც ფიქრობს და მიდის რუსეთის საშუალო გუნდში.. სადაა სევილია დორტმუნდი და ნაპოლი? ))) ფულის ... რომ არიან ეს ვითომ ფეხბურთეები მაგის ბრალია ესე ... რომ არის ჩვენი ნაკრების რეიტინგი..
სასაცილოა
18:44 26-08-2016
0
ნიკა-ს მადლობ ინფორმაციისთვის ეგ ნამდვილად გამომრჩა კრასნოდარის ტრანსფერებს როგორც აბსოლუტურად ყველა საშვალო დონის ჩემპიონატის და ტოპ ჩემპიონატების ტრანსფერებს ვადევნებ ახლა კი კარგი ინფორმაცია გოგომრჩენია გამომჩენია !
DAVITI
22:01 26-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული