სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
AUTO PLAY
football.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ერთი ქართველი ლეგიონერი მოხვდა - სანდრო კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ კობახიძის "ვორსკლამ" სტუმრად 2:0 მოუგო კიევის "დინამოს", ქართველმა კი თავი საგოლე პასით გამოიჩინა.

"ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ისე დაჩაგრა ფლანგზე ნიკოლაი მოროზიუკი, რომ ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ მოედანზე ორი სულ სხვადასხვა დონის კლუბი თამაშობდა.

სინამდვილეში "ვორსკლა" საკუთარი კარის სიახლოვეს თამაშობდა, მაგრამ, როგორც კი ბურთს კობახიძე იღებდა, ის მაშინვე ამწვავებდა თამაშს. ის მთელი სისწრაფით დაქროდა ფლანგზე და საჯარიმოში იდეალურ პასებს აწოდებდა თანაგუნდელებს",
- წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
es da ananidze dziritadshi avstriastan da iqneb rame gamovides. dacvidan unda vitamashot rogorc espanettan avstria chaagdebs am tamashs dzalian gauchirdebat mogeba tbilishi
beso
15:52 29-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული