14:06 31-08-2016
ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელია! [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
ინფორმაცია პოლონური კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. ყაზაიშვილი, რომლის სატრანსფერო უფლებები არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, "ლეგიაში" იჯარის წესით ერთ სეზონს გაატარებს, რის შემდეგაც ვარშაველებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
ვაკო ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"მოხარული ვარ, რომ "ლეგიას" შევუერთდი და ასეთ დიდ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ. "ლეგიაზე" ბევრი კარგი მსმენია ჩემი თანამემამულე ლადო დვალიშვილისგან. სწორედ ის თამაშობდა "ლეგიაში" და კლუბზე ბევრი რამ მიამბო.
ჩემპიონთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერია შესაძლებელი. სწორედ ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ!", - განუცხადა ყაზაიშვილმა პოლონური კლუბის პრესსამსახურს.
შეგახსენებთ, რომ "ლეგია" წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მეტოქეებად მადრიდის "რეალი", დორტმუნდის "ბორუსია" და ლისაბონის "სპორტინგი" ეყოლება.
პირველ შეხვედრას "ლეგია" 14 სექტემბერს საკუთარ მოედანზე, "ბორუსიას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ლიგა-გამიხარდა, ლეგია...ისე რაა. ისე, ვიტესი დაბალი დონის ფეხბურტს ტამასობს.
0
0
გილოცავთ ვაკო! 9 ნომრის ტარება დიდი პასუხისმგებლობა არის. თქვენ შეგიძლიათ დიდი ფეხბურთი აჩვენოთ ევროპას. მისაბაძი მაგალითი ხართ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის. მხოლოდ გამარჯვებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ.
0
0
ვაკო გილოცავ, სულ წარმატებები იყოს შენი თანამგზავრი.
0
0
წარმატებები ვაკო საუკუნეა რაც ქართველი ფეხბურთელი ლიგაზე არ ყოფილა თავი უნდა გაიგიჟო რო ძირითადში ჩაჯდე)))
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (4)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული