[ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

AutoSharing Option
30 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციებით, თორნიკე ოქრიაშვილი "მარსელში" ჩაირიცხა ან უარეს შემთხვევაში, დღეს უნდა ჩარიცხულიყო. მოკლედ, ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა.

ეს მოლაპარაკება თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა. ის ესპანეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ დაიწყო, ოღონდ ხეტაფეს სტადიონზე "ფურია როხას" კარში ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი არაფერ შუაში იყო - ფრანგები ქართველით მანამდეც იყვნენ დაინტერესებულები.

"მარსელთან" პირველი მოლაპარაკება სწორედ ხსენებული მატჩის მერე შედგა. მოლაპარაკების პროცესი ოქრიაშვილის მენეჯერმა მამუკა ამიროვმა და "გენკის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იაკობ გიუნტერმა წარმართეს. ქართველის
ბელგიურ კლუბში წაყვანა ამ უკანასკნელის იდეა იყო, ხოლო, როცა ოქრიაშვილი "გენკიდან" წამოვიდა, ცდილობდა, მას ძლიერ კლუბში მოწყობაში დახმარებოდა...

ამასობაში, "გენკი" ფრანგებს სატრანსფერო ფასზე დაელაპარაკა და შეუთანხმდა კიდეც. 30 აგვისტოს თორნიკე მარსელში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, საღამოს კი კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად კონტრაქტზე საბოლოოდ დაილაპარაკა და ხელმოწერაც დაიგეგმა.

საინტერესოა, რომ ბევრს სასაცილოდ არ ეყო, როცა "ლელომ" დაწერა, რომ სოლიდურ ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის იმედად, ოქრიაშვილმა უარით გაისტუმრა ჰოლანდიური "ტვენტე", ბუნდესლიგაში აღზევებული "ლაიპციგი", თურქული სუპერლიგის ბინადარი "გაზიანთეფი", მდიდარი რუსული კლუბი "ურალი"... ქართული ფეხბურთისადმი ნდობა იმდენად დაკარგულია, რომ ბევრს ოქრიაშვილით "მარსელის" დაინტერესება ზღაპარი ეგონა.

სამწუხაროდ, მოლაპარაკება სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ჩაშალა - გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ კონტრაქტზე ხელმოსაწერად გამზადებული მხარეები სწორედ ამან შეაფერხა. 24 წლის ფეხბურთელს გულის მცირე პრობლემა აღმოუჩინეს. ის დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც 20-დღიან რეაბილიტაციას გაივლის.

პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა ფაქტია - უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი კი ჩაშალა.

სამწუხაროა ისიც, რომ ოქრიაშვილი ამის გამო ნაკრებს 5 სექტემბერს ავსტრიასთან თბილისურ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
სწორედაც რომ "გენკში" ჰქონდა ფიზიკის პრობლემები. მე ვუყურებდი მაგის ყველა თამაშს და 60 წუთის მერე თვალები ბუდეებიდან ლამის უცვივდებოდა დაღლისგან და შესაცვლელი იყო.
.........
00:51 01-09-2016
0
ეს ყველაფერი ზღაპარია ხალხო ეს კლუბი გაიყიდა და შეისყიდა ვიგაც ამერიკელმა შესაბამისად თოკოსტან შეთანხმება რო დაერღვიათ მოუგონეს ეს ყველაფერიამ კლუბის მწვრთნელიც კი გაუშვეს ასე რომ თოკო სრულიად ჯანმრთელია და მაგარ ხოდზეა
gigusha
00:29 01-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული