[ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

AutoSharing Option
30 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციებით, თორნიკე ოქრიაშვილი "მარსელში" ჩაირიცხა ან უარეს შემთხვევაში, დღეს უნდა ჩარიცხულიყო. მოკლედ, ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა.

ეს მოლაპარაკება თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა. ის ესპანეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ დაიწყო, ოღონდ ხეტაფეს სტადიონზე "ფურია როხას" კარში ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი არაფერ შუაში იყო - ფრანგები ქართველით მანამდეც იყვნენ დაინტერესებულები.

"მარსელთან" პირველი მოლაპარაკება სწორედ ხსენებული მატჩის მერე შედგა. მოლაპარაკების პროცესი ოქრიაშვილის მენეჯერმა მამუკა ამიროვმა და "გენკის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იაკობ გიუნტერმა წარმართეს. ქართველის
ბელგიურ კლუბში წაყვანა ამ უკანასკნელის იდეა იყო, ხოლო, როცა ოქრიაშვილი "გენკიდან" წამოვიდა, ცდილობდა, მას ძლიერ კლუბში მოწყობაში დახმარებოდა...

ამასობაში, "გენკი" ფრანგებს სატრანსფერო ფასზე დაელაპარაკა და შეუთანხმდა კიდეც. 30 აგვისტოს თორნიკე მარსელში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, საღამოს კი კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად კონტრაქტზე საბოლოოდ დაილაპარაკა და ხელმოწერაც დაიგეგმა.

საინტერესოა, რომ ბევრს სასაცილოდ არ ეყო, როცა "ლელომ" დაწერა, რომ სოლიდურ ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის იმედად, ოქრიაშვილმა უარით გაისტუმრა ჰოლანდიური "ტვენტე", ბუნდესლიგაში აღზევებული "ლაიპციგი", თურქული სუპერლიგის ბინადარი "გაზიანთეფი", მდიდარი რუსული კლუბი "ურალი"... ქართული ფეხბურთისადმი ნდობა იმდენად დაკარგულია, რომ ბევრს ოქრიაშვილით "მარსელის" დაინტერესება ზღაპარი ეგონა.

სამწუხაროდ, მოლაპარაკება სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ჩაშალა - გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ კონტრაქტზე ხელმოსაწერად გამზადებული მხარეები სწორედ ამან შეაფერხა. 24 წლის ფეხბურთელს გულის მცირე პრობლემა აღმოუჩინეს. ის დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც 20-დღიან რეაბილიტაციას გაივლის.

პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა ფაქტია - უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი კი ჩაშალა.

სამწუხაროა ისიც, რომ ოქრიაშვილი ამის გამო ნაკრებს 5 სექტემბერს ავსტრიასთან თბილისურ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
ოქრიაშვიტან და ფეხბურტელებტან არანაირი პრენტეზია არ მაქ მე, მე მაქ პრეტენზია ჯურნალისტებტან, რას გვაბოლებტ, წერონ სიმარტლე, მიმდინარეობს მოლაპარიკება და ზუსტ პასუხს გეტყვიტ როცა მოლაპარიკება დამტავრდება, ასე არ ჯობია, გინდ დინამს და ნაკრების ტამაშების დაწყებამდე წერენ უეჩველი მოუგებტ და ბლატაობენ, ფეხბურტელებსაც სტრეს კიდებენ, არ გვყავს ჩვენ ისეტი გუნდები და ნაკრები ვინმესტან წინასწარ მოგება რომ დავგეგმოტ, ფეხბურტელებს სტრეს ტუ არ ავკიდებტ, შეუდზლიატ ტანბრად ეტამაშონ დიდი გუნდებს მაგრამ ან მოიგებენ ან ვერ, ასეტი გუნდები და ნაკრები გვყავს დგეს ჩვენ და ასე უნდა დაიწეროს სიმარტლე ჯურნალისტმა, ცხადაზეს კონდა გამონატება მაგრამ რამდენი ტამში წაგო გაიხსენეტ და რამდენ ბოდიშს იხდიდა, კეცბა პირდაპირ ამბობდა და არ მოგვწონდა.
gurami
12:24 31-08-2016
0
მგონია რომ ცინიკურ და ბოღმიან კომენტარებს უნდა შევეშვათ და მხარში დავუდგეთ დღეისთვის ნაკრების ყველაზე ძლიერ ფეხბურთელს, რომელსაც არ აქვს იოლი ხასიათი და ბევრი დააკლო საკუთარ თავს ამით, მაგრამ ნაკრებში თავი არასოდეს დაუზოგავს და ვინც ნაკრების თამაშს უყურებს ამას ყველა ხედავს.არც ჩემი ახლობელია და არც არაფერი, ამიტომ არ ვწერ, უბრალოდ ყველას ერთი საზომით გაზომვა არ შეიძლება, წარმატებები და ჯანმრთელობა ოქრიაშვილს!
valderrama
12:45 31-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული