"მარსელი" ყველაზე რეალური იყო, მაგრამ სხვა ვარიანტებიცაა - "გენკი" ოქრიაშვილისთვის კლუბს ეძებს...

AutoSharing Option
ბელგიური "გენკის" ტექნიკურმა დირექტორმა walfoot.be-სთვის მიცემულ ინტერვიუში კლუბის ქართველ შემტევ თორნიკე ოქრიაშვილის სიტუაციაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, ოქრიაშვილის ტრანსფერი მარსელის "ოლიმპიკში" სამედიცინო შემოწმების შემდეგ გულის პრობლემის გამო ჩაიშალა, ხოლო როგორც ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, მიზეზი კლუბებს შორის შეუთანხმებლობაა.

- [ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა
- foot01.com: აგენტი ოქრიაშვილის "ოლიმპიკში" ტრანსფერის ჩაშლის სხვა მიზეზებს ასახელებს

"ოქრიაშვილის შემთხვევაში მარსელის "ოლიმპიკი" ყველაზე რეალური ვარიანტი იყო, თუმცა ეს ერთადერთი გუნდი არ ყოფილა - თორნიკეს სხვა ვარიანტებიც აქვს, უბრალოდ, ნაკლებად
სავარაუდოა იმ კლუბებში გადასვლა. მის საკითხზე ვმუშაობთ", - განაცხადა დირექტორმა.

სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და ოქრიაშვილის მომავალი ჯერაც უცნობად რჩება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბენტლი ხო დაითრიე უკვე და აწი შეგიძლია შეეშვა ფეხბურთს
0
უბრალოდ სირცხვილისგან ვიწვი აღარ განვავრცობ არაფერს ეს რა მომხდარა კარგით რა ნუ გვაბოლებთ ნუ ნერვები ამეშალა
azurini
18:18 31-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული