შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ჩემი აზრით, როგორც ფიზიკურად, ისე სხვა კუთხითაც ავსტრიასთან სათამაშოდ მზად ვართ. მოედანზე მოსაგებად გავალთ. მეტოქე ძალიან ძლიერია, ევროპის ჩემპიონატზეც კარგად წარმოაჩინა თავი, თუმცა ეს ფეხბურთია და ბრძოლით ყველაფერია შესაძლებელი...
"ვიტესში" გატარებული 5 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მომინდა თამაში. როგორც კი მომეცა ამის შანსი,
სათამაშო დრო მექნება. ყველამ კარგად მიმიღო. ყველანაირად მზად ვარ და ვითამაშებ, თანაც, თუ კონკურენციაზე ვისაუბრებთ, ჩემი პოზიციის ფეხბურთელი, ონდრეი დუდა გაყიდა გუნდმა", - განაცხადა ყაზაიშვილმა.