ფრანგული მედია: თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" გამორიცხული არაა

AutoSharing Option
ფრანგული მედია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, თორნიკე ოქრიაშვილის "მარსელში" გადასვლას არ გამორიცხავს.

როგორც Foot-sur7.fr თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ოქრიაშვილი ვარიანტებს სანაკრებო მატჩის შემდეგ განიხილავს, თამაში კი მას საფრანგეთის ლიგა 1-ში სურს. ამასთანავე, წყაროს ცნობით, მას მერე, რაც ქართველმა ფეხბურთელმა "გენკთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა, "მარსელისგან" საბოლოო პასუხის მოლოდინშია. როგორც ირკვევა, "მარსელს" ოქრიაშვილზე საბოლოო უარი ჯერ არ უთქვამს.

ოქრიაშვილის ჩაგდებულ სამედიცინო შემოწმებაზე ფრანგები წერენ, რომ ქართველ ფეხბურთელს ინფექციური მონონუკლეოზი აღმოაჩნდა, რომლისგან გამოჯანმრთელებას დაახლოებით თვე დასჭირდება. ამის გამო შესაძლოა, "მარსელმა" 24
წლის შემტევი საბოლოოდ მაინც დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ამჟამად თბილისშია და ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ავსტრიასთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც "დინამო არენაზე" 5 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
არაფერი არაა ეგ მონონუკლეოზი, სასალიცოა უბრალოდ! ადამიანს ჭირდება ოდნავ დასვენება, არაა რეკომენდირებული გადაღლა. უბრალოდ ვერ ვხვდები როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, თუ მონონუკლეოზი ჭირს. ანუ რეკომენდირებული არაა დაღლა.
0
არ უნდა ათამაშონ ნაკრებში რო არ გართულდეს რამე. თორე სხვაგანაც დაკარგავს შანს, ეს ხო მარტივია რატომ გამოიძახეს ვერ ვხვდები რა.
გოგა
17:25 02-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული