გიორგი ქვილითაიამ ვენის "რაპიდის" შემადგენლობაში პირველად ითამაშა

AutoSharing Option
2 სექტემბერს ვენის "რაპიდმა" ამხანაგური მატჩი გამართა სამოყვარულო "ეურატსფელდთან" და 10:0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში "რაპიდში" დებიუტი ჰქონდა თბილისის "დინამოს" ყოფილ ფორვარდ გიორგი ქვილითაიას. ჩვენებური მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, მას გოლი არ გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაია ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული ავსტრიის ნაკრებთან მატჩისთვის, მაგრამ ტრავმის გამო, ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა. (19 აგვისტოს გამოიძახეს და 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვერ ჩამოვიდოდა).
მკითხველის კომენტარები / 18 /
როგორც ვიცი ვიზაზე იყო ჩამოსული და ასე უგანაჩენოდ რატომ ისვრით სიტყვებს? ჯერ გაიგეთ რა და როგორ არის და მერე აფრქვიეთ თქვენი ბრძნული აზრები!!!!
0
Dgij
09:52 05-09-2016
0

სიახლეები პოპულარული