თემურ ქეცბაია "ნიუკასლ იუნაიტედში" კიდევ ერთხელ ითამაშებს

AutoSharing Option
9 ოქტომბერს "ნიუასალ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანთა გუნდები მატჩს გამართავენ, რომელსაც ალან შირერის ფონდი აწყობს. საქველმოქმედო შეხვედრა "მანჩესტერის" 5:0 განადგურების 20 წლისთავს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორისაა თემურ ქეცბაია.

გუნდის მწვრთნელი ამ საჩვენებელ მატჩში ალან შირერი იქნება. ქეცბაიასთან ერთად ითამაშებენ: დარენ პიკოკი, ლეს ფერდინანდი, რუელ ფოქსი, სტივ ჰაუი, ალან ტომპსონი და სხვები.

"ძალიან მიხარია "ნიუკასლში" დაბრუნება. ინგლისში დიდებული დრო გავატარე, ეს იყო ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი.

გუნდის თამაშს ყოველთვის ვადევნებ თვალყურს და მწყინს, რომ ბოლო დროს ის წარმატებული ვერ
არის. ძნელი საყურებელი იყო, როგორ იბრძოდა "ნიუკასლი" ადგილის შესანარჩუნებლად პრემიერლიგაში და როგორ უშვებდა შეცდომებს, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

მინდა, რომ "ნიუკასლი" დაუბრუნდეს ძველ დიდებას, ფანები ამას იმსახურებენ.

დიდებულად მახსოვს ის დრო, როცა "ნიუკასლს" ჩემპიონთა ლიგაზე დავეხმარე. ეს დიდებული გრძნობაა. ახლა, როცა მწვრთნელი ვარ, უკვე ძალიან ძნელია ამის გაკეთება.

როდესაც საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, დიდი მოლოდინები იყო, ჩემიც, ფეხბურთელებისაც. ეს ძალიან რთული, მაგრამ საოცარი გამოცდილება იყო ჩემთვის. ამბიციებიც გვქონდა, მაგრამ უბრალოდ ძალიან ძნელი იყო პროგრესი იმის გათვალისწინებით, თუ სად მოღვაწეობდნენ ფეხბურთელები გეოგრაფიულად. ახლა ეს კიდევ უფრო ძნელია.

"ნიუკასლთან" ერთად ვერასოდეს დაგეგმავ წინასწარ, რა შეიძლება მოხდეს. "ნიუკასლში" ფეხბურთელობაც ძნელია და მწვრთნელობა მით უმეტეს, მაგრამ ეს ერთხელ შეიძლება მოხდეს. ახლა კი მთელ ყურადღებას აეკ-ის გაწვრთნას ვუთმობ.

შირერის წინადადებას დადებითად გამოვეხმაურე, რადგან მსოფლიოში ბევრი ადამიანი ელის ჩვენ დახმარებას. კარგია, როცა რამით შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს. ამიტომ მოწვევას ეგრევე დავთანხმდი.

თანაც, ბევრ ძველ მეგობარს ვნახავ და ბურთსაც გავაგორებთ", - უთხრა ქეცბაიამ chroniclelive.co.uk-ს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯიბოს ვწერ, რატომ გშურს ასე ტემოსი, რა დაგიშვა ისეტი, ყოველთვის კბენ , ქეცბა ყოველთვის მარტალი იყო და იქნება ყოველთვის, ისე კი მწარე ენა აქვს მაგრამ , სიმართლე მტკივნეულია ,პირში ტქმა სჯობს არა თქმასა.
ნაგო
12:10 06-09-2016
0
ტემო, შენს კაიკაცობას გაუმარჯოს, მაგარი ხარ, გისურვებ წარმატებებს,საამაყო იყავი ყოველთვის და იქნები კიდეც ბოლომდე. გაიხარე.
ნაგო
11:38 06-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული