აღნიშნული ინფორმაცია დღეს კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. როგორც საიტი იტყობინება, კლუბსა და ფეხბურთელს შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება შედგა, ფეხბურთელი კი კვირის ბოლომდე ჩავა კრასნოდარში.
ოქრიაშვილი, რომელსაც 31 აგვისტოს "მარსელში" ტრანსფერი ჩაეშალა და "გენკთან" კონტრაქტი გაწყვიტა, "კრასნოდარს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
აქვე გეტყვით, რომ "კრასნოდარი" წელს ევროპის ლიგაზე იასპარეზებს. რუსული კლუბი ჯგუფში "ნიცასთან", "შალკესთან" და "ზალცბურგთან" ერთადაა.
ჰოო აბა სულ ამან გაწყვიტა კი არა გამოაგდეს, ტავში რომ აუვარდებატ და დაიწყებენ მარიაჟობას და არასერიოზულ დამოკიდებულებას ეგრე იცის