გიორგი ქვილითაია: მოხარული ვარ, რომ გუნდის დახმარება უკვე შემიძლია

AutoSharing Option
ავსტრიული მედიის ინფორმაციით, ვენის "რაპიდის" ახალწვეული გიორგი ქვილითაია ავსტრიული ბუნდესლიგისთვის მზად არის - შაბათს "რაპიდი" გრაცის "შტურმს" სტუმრობს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფორვარდმა უკვე ითამაშა ერთ ამხანაგურ თამაშში.

შეგახსენებთ, რომ 6 ტურის შემდეგ "შტურმი" 15 ქულით ლიდერია, ხოლო "რაპიდი" 11 ქულით მესამე ადგილზეა.

ახლახან ჩვენებურმა "რაპიდის" ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა: "ძალიან მიხარია, რომ ასეთ გუნდში ჩავირიცხე, როგორიც "რაპიდია" და გახარებული ვარ, რომ საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი და გუნდის დახმარება შემიძლია".

მოკლედ, ქართველი ფორვარდი მზად არ
ის და ახლა მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია, ითამაშებს თუ არა ის უახლოეს ტურში.

გიორგი ქვილითაია "რაპიდში" თბილისის "დინამოდან" გადავიდა, ახალ კლუბთან მან 2020 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დააკვირდით მოვლენებს ხალხო, გუშინწინ ნაკრების უმნიშვნელოვანესი თამაში იყო და "კვდებოდა", დღეს კი ბდღვნის ადამიანი მზადაა...
giorgi
16:50 07-09-2016
0
მოღალატე ხარ, მეტი არაფერი....
mumu
17:57 07-09-2016
0

სიახლეები პოპულარული