"ვორსკლას" ფეხბურთელებისგან ოთხი ხუთკაციანი გუნდი დაკომპლექტდა, რომლებიც ერთმანეთს გაეჯიბრნენ. გამარჯვება ყველა სერიის ჯამში "მწვანეებს" დარჩათ, საუკეთესო ბომბარდირი კი ქართველი ნახევარმცველი გახდა, რომელმაც 35 წუთში 11 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი პოლტავის გუნდში ამ ზაფხულს გადავიდა. "ვორსკლა" უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში 9 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 10 სექტემბერს, "ვოლინის" წინააღმდეგ ჩაატარებს.