აგენტი: კონტრაქტი 4-წლიანია, ოქრიაშვილი ძირითადის ფეხბურთელი იქნება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა რუსულ "კრასნოდართან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა მამე ამიროვმა აცნობა.

- თორნიკე ოქრიაშვილს "კრასნოდარში" ქართულად მიესალმნენ [PHOTO]

"კონტრაქტი 4-წლიანია და ოქრიაშვილი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება. დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული - ყველაფერი მის ხელშია. მას სათამაშო პრაქტიკა ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბთან კონტრაქტს არ გავაფორმებდით.

აქ ფულის გამო არ ჩამოვსულვართ. "კრასნოდარს" სწორი ხედვა აქვს და ევროპულ გუნდებს არაფრით ჩამოუვარდება", - გვითხრა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარში" გადასვლამდე, 24 წლის შემტევ ნახევარმცველს ბელგიური "გენკიდან" ფრანგულ
"მარსელში" ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაეშალა, სადაც სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. თორნიკე "გენკში" 2014 წლიდან თამაშობდა, მან 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასულ სეზონის დიდი ნაწილი კი იჯარით თურქულ "ესქიშეჰირში" გაატარა. ცოტა ხნის წინ ოქრიაშვილმა და ბელგიურმა კლუბმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს.

რაც შეეხება თორნიკეს ახალ კლუბს, "კრასნოდარი" წელს ევროპის ლიგაზე ასპარეზობს და ჯგუფში "ნიცასთან", "შალკესა" და "ზალცბურგთან" ერთადაა. გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში მომავალ მატჩს 11 სექტემბერს, სტუმრად "უფასთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ას არის მაგალიტი ...ფეხბურტელის
0
4წლიან კონტრაკტს ხელს რომ აწერ აბა რის გულისტვის ხარ ჩაცული
შოთა გუგეშაშვილი
17:42 09-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული