ლეგიონი: გიორგი ლორიამ "კრილია სოვეტოვი" მორიგი მარცხისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
9 სექტემბერს, რუსეთის პრემიერლიგაში VI ტური ერთი შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას გუნდი "კრილია სოვეტოვი" სტუმრად "როსტოვს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

სამარელთა კარში ეროვნული ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებული გიორგი ლორია იდგა, რომელმაც მართალია, უხეში შეცდომა არ დაუშვა, მაგრამ ვერც გუნდი იხსნა გაშვებული გოლებისა და მარცხისგან.

"კრილია სოვეტოვის" მდგომარეობა რთულია. VI ტურის შემდეგ გუნდს მოგება არ აქვს, 2 ქულით კი სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე სხვა ქართველი ლეგიონერების გუნდებს, 11 სექტემბერს ჯანო
ანანიძის
"სპარტაკი" მოსკოვურ დერბიში "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" კი "უფას" ესტუმრება. 12 სექტემბერს, ყაზანში ითამაშებენ საბა კვირკველიას "რუბინი" და გიორგი ჭანტურიას "ურალი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული