რა იყო ვაკო ყაზაიშვილისა და "ვიტესს" შორის უთახნმოების მიზეზი

AutoSharing Option
პოლონურმა გამოცემა sportowefakty.wp.pl-მ "ლეგიას" მენეჯერ დომინიკ ებებენგეს კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც გუნდის ახალწვეულ ვაკო ყაზაიშვილზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი "ლეგიაში" არნემის "ვიტესიდან" 1-წლიანი იჯარით გადაბარგდა, ხოლო "ლეგიას" ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება აქვს.

პოლონური ვებგვერდის ცნობით, პოტენციური მყიდველი ყაზაიშვილის ტრანსფერში "ვიტესს" 5 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობდა. არნემელები აღნიშნული თანხის სანაცვლოდ მზად იყვნენ ქართველი გაეყიდათ, მაგრამ თავად ფეხბურთელს ამ კლუბში გადასვლა არ სურდა.

ამ ყველაფერმა კი ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობის შორის უთანხმოება გამოიწვია, რითაც "ლეგიამ" ისარგებლა. საინტერესოსა ისიც, რომ ვაკო ბოლოს "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში
ვეღარ ხვდებოდა.

"ეს ყველაფერი ასე რომ არ მომხდარიყო, ასეთი მაღაღი დონის ფეხბურთელის შეძენას ვერ მოვახერხებდით - ჩვენი ფინანსური მხარე ამის უფლებას არ მოგვცემდა. მოცემული სიტუაციით კარგად ვისარგებლეთ და "ვიტესს" ისეთი პირობები შევთავაზეთ, რომელიც ორივე მხარეს დაგვაკმაყოფილებდა. ვიცით, რომ ვაკო გუნდს კარგ სარგებელს მოუტანს.

ვაკო ახალგაზრდაა, რომელიც განვითარების სწორ გზას ადგას და დარწმუნებული ვარ, "ლეგიაში" გაიბრწყინებს", - განაცხადა მენეჯერმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა გუნდი ყიდულობდა ასეთი? ))
kote
17:58 11-09-2016
0
ურალი
ioseb
18:34 11-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული