რომან ჭანტურიას ტრანსფერს უნგრული "ჰონვედი" ჯერჯერობით არ ადასტურებს

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებზე ცნობილი გახდა, რომ "ემპოლიმ" ერთწლიანი იჯარით უნგრულ "ჰონვედში" რომან ჭანტურია გაუშვა.

თუმცა მას მერე თითქმის ორი კვირა გავიდა და ქართველი ფორვარდი უნგრულ კლუბში არ ჩანს და "ჰონვედს" ეს ტრანსფერი არ დაუდასტურებია.

დღეს "ემპოლი" "კროტონეს" მასპინძლობს და იტალიური მედიის ნაწილი ლევან მჭედლიძეს სათადარიგოთა სკამზე მოიაზრებს, ნაწილის ინფორმაციით კი, მისი თამაში გამორიცხულია. თუმცა იქვე ნახავთ ინფორმაციას, რომ "ემპოლის" არ ეყოლება რომან ჭანტურია, 20 წლის ფორვარდმა ახალგაზრდულ ნაკრებში მუხლი დაიზიანაო.

empolichannel.it-ის ცნობით, "ემპოლი" ცდილობს, უცხოეთში კლუბი გამოუნახოს ქართველ ფორვარდს,
რადგან მისი საიჯარო შეთანხმება "ჰონვედთან" ბოლომდე ვერ მივიდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული