"ხარებმა" საევროთასო განაცხადი წარადგინეს უეფაში, თუმცა მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი არ ფიგურირებს. სამწუხაროდ, რუსულმა კლუბმა ოქრიაშვილის დარეგისტრირება ვერ მოასწრო.
სამაგიეროდ, ოქრიაშვილი აუცილებლად დაეხმარება "კრასნოდარს" იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ჯგუფურ ეტაპს დაძლევს. რუსულ კლუბს მეტოქეებად "ზალცბურგი", "შალკე" და "ნიცა" ჰყავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"