შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს ვაკოს დებიუტი ვარშავის "ლეგიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ ჰქონდა. "ლეგია" ანგარიშით 0:6 განადგურდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი მოედანზე 65 წუთი დაჰყო.
- F ჯგუფი: ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი და განადგურებული "ლეგია" [VIDEO]
პოლონურმა Gol24.pl-მა და eurosport.onet.pl-მა ვარშავული გუნდის ფეხბურთელები 5-ბალიანი სისტემით შეაფასეს, ვაკოს კი ორივემ 3 ქულა დაუწერა.
"მართალია, "ბორუსიას" მცველებს დიდი პრობლემები ვერ შეუქმნა, მაგრამ გამბედაობისა და მცდელობების გამო ვაკო შექებას იმსახურებს. ბურთის
Eurosport.onet.pl კი შემდეგს წერს: "დრიბლინგის ხარჯზე ყაზაიშვილი წინა ხაზში ნამდვილად აქტიურობდა და რაც შეეძლო, აკეთებდა, მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი მაინც მცველთა დახმარებაში დაჰყო".
ვაკოს თამაშზე რუსულმა sport-express.ru-მაც დაწერა: "ლეგიას" შემადგენლობაში მხოლოდ ყაზაიშვილის გამოყოფა შეიძლება. ის ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა".
15 სექტემბერი 2016 19:43)
ვაკოს წარმატება!