უცხოური მედია: კარგი დრიბლინგის მქონე ვაკო ყაზაიშვილი ქებას იმსახურებს

AutoSharing Option
პოლონური მედია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე დადებითად გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს ვაკოს დებიუტი ვარშავის "ლეგიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ ჰქონდა. "ლეგია" ანგარიშით 0:6 განადგურდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი მოედანზე 65 წუთი დაჰყო.

- F ჯგუფი: ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი და განადგურებული "ლეგია" [VIDEO]

პოლონურმა Gol24.pl-მა და eurosport.onet.pl-მა ვარშავული გუნდის ფეხბურთელები 5-ბალიანი სისტემით შეაფასეს, ვაკოს კი ორივემ 3 ქულა დაუწერა.

"მართალია, "ბორუსიას" მცველებს დიდი პრობლემები ვერ შეუქმნა, მაგრამ გამბედაობისა და მცდელობების გამო ვაკო შექებას იმსახურებს. ბურთის
ყოველი მიღებისას, საკუთარი დრიბლინგის ხარჯზე მომენტის შექმნას და კარში დარტყმას ცდილობდა. სხვების ფონზე, მან ნორმალურად ითამაშა", - წერს Gol24.pl ქართველზე.

Eurosport.onet.pl კი შემდეგს წერს: "დრიბლინგის ხარჯზე ყაზაიშვილი წინა ხაზში ნამდვილად აქტიურობდა და რაც შეეძლო, აკეთებდა, მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი მაინც მცველთა დახმარებაში დაჰყო".

ვაკოს თამაშზე რუსულმა sport-express.ru-მაც დაწერა: "ლეგიას" შემადგენლობაში მხოლოდ ყაზაიშვილის გამოყოფა შეიძლება. ის ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა".
მკითხველის კომენტარები / 9 /
მიშა კომენტატორიც რო მიშაა :) (მიშა
15 სექტემბერი 2016 19:43)

ვაკოს წარმატება!
რეზო
15 სექტემბერი 2016 21:28
0
რა უნდა ექნა ვაკოს..დაცვაში ჩამჯდარი იყო..და კარებშიც ხომ არ ჩადგებოდა..თვითონ გუნდია უკლასო...მე ის მაინც ვერ გაივგე კრაიზე რატომ ათამაშეს..არაა ეგ ფლანგის მოთამაშე..შემტევი ცენტრია...
bujanga
15 სექტემბერი 2016 20:07
0
რა ქებაზეა ალაპრაკი 0-6 წააგეს ლეგიაში რომ ითამაშებ და ასე ნადგურდები უბრალოდ დაბალი დონეა ყაზაიშვილი დაბალი კლასის ფეხბურთელია და ამით ყველაფერია ნათქვამი))
მიშა
15 სექტემბერი 2016 19:43
0
MIDI VAKO MOINDOME
kaxaberi
15 სექტემბერი 2016 15:45
0
იქნებ ქართულ ფეხბურთში ისევ გამოჩნდეს დრიბლიორი?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
15 სექტემბერი 2016 14:04
0
ვაკოსტვის ლეგია სუსტი გუნდია
ალეკსანდრე
15 სექტემბერი 2016 13:56
0
გერმანელი კომენტატორებიც მარტო ვაკოს აქებდნენ, რომ გავიდა ასე აღნიშნეს: ვინც რამეს აკეთებდა და კარგად თამაშობდა ისაც გაიყვანესო!! საკმაოდ აქეს ვაკო... არ არის გამორიცხული მალე გერმანული გუნდები დაუკავშირდნენ!
vako
15 სექტემბერი 2016 13:01
0
Reals sheugdebs
saterobeli
15 სექტემბერი 2016 11:30
0
ყოჩაღ ვაკო, გაიხარე და ასე გააგრძელე.
gizog
15 სექტემბერი 2016 11:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული