ჯანო ანანიძემ "ორენბურგს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა.

16 სექტემბერს, ანანიძის გუნდი "ორენბურგს" ესტუმრა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. ჯანო, რომელმაც წინა ტური გამოტოვა, ამჯერად მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 81 წუთი დაყო. მატჩის 69-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკის" მაისურით მორიგი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ეს ჯანო ანანიძის მეოთხე გოლია რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში 66-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში რუსეთის მოქალაქე ანზორ სანაია, ხოლო სტუმართა
სათადარიგოთა სკამზე იყო, ასევე ამ ქვეყნის მოქალაქე გიორგი მელქაძე.

ჩატარებული 7 შეხვედრის შემდეგ "სპარტაკს" 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ისე გაიხარე შენი ოჯახით, როგორც ქართველები გაახარე
0
ერთი სტანდარტული რიგითი გოლი ,თანაც ისე რომ კაციშვილი არ უშლიდა ხელს არც პირდაპირ დარტყმისას და არც მიღების მერე დარტყმაში(თუკი მიიღებდა), რომლის არგატანის შემთხვევაში კაცმა მართლაც უნდა დაანებო თავი ფეხბურთს.

წარმატებები ჯანო, უკეთესები გაგეტანოს, ეს შენი ყველაზე უცუდესი გოლი იყოს.
QWERTY
18:47 20-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული