ჯანო ანანიძემ "ორენბურგს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა.

16 სექტემბერს, ანანიძის გუნდი "ორენბურგს" ესტუმრა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. ჯანო, რომელმაც წინა ტური გამოტოვა, ამჯერად მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 81 წუთი დაყო. მატჩის 69-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა "სპარტაკის" მაისურით მორიგი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ეს ჯანო ანანიძის მეოთხე გოლია რუსეთის მიმდინარე პრემიერლიგაში.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში 66-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში რუსეთის მოქალაქე ანზორ სანაია, ხოლო სტუმართა
სათადარიგოთა სკამზე იყო, ასევე ამ ქვეყნის მოქალაქე გიორგი მელქაძე.

ჩატარებული 7 შეხვედრის შემდეგ "სპარტაკს" 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მეორე გოლზეც პირველი მწვავე პასი საჯარიმოში ჯანომ გააკეთა,მერა=ე ორი მოკლე პასი და გოლიც გავიდა.ბოლო ათი წუთი სანაიამაც მაგრად ითამაშა,ორი ძალიან სახიფათო დარტყმა შეასრულა,მათ შორის ერთი ძელს მოხვდა.
სოსო
20:10 20-09-2016
0
ისე გაიხარე შენი ოჯახით, როგორც ქართველები გაახარე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული