ანანიძემ 80%-ით მოუმატა! როგორი გამოხმაურება მოჰყვა ჯანოს გოლს რუსეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ჰავბეკის ჯანო ანანიძის ეფექტურ გოლს რუსულ საფეხბურთო წრეებში სათანადო გამოხმაურება მოჰყვა.

23 წლის ნახევარმცველმა 16 სექტემბერს გამართულ "ორენბურგი"-"სპარტაკის" მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:3). ეს გოლი ჯანოსთვის მეოთხეა მიმდინარე ჩემპიონატში.

- ჯანო ანანიძემ "ორენბურგს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

აი, რას ამბობს რუსეთში ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი, "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელი ვალერი რეინგოლდი ანანიძეზე:

"საერთოდ, "სპარტაკი" ძალიან ლამაზ გოლებს იტანს. გულახდილად რომ ვთქვათ, ის, რაც ჯანო ანანიძემ გააკეთა, ნამდვილი ოსტატობაა. ამისთანა დარტყმის ასე ზუსტად შესრულება ყველას არ ძალუძს. ეგ კი არა,
თავად ქართველსაც გაუჭირდება მისი გამეორება...

ჯანოს პროგრესი? გასებია, რომ მას ძალიან ბევრი შეუძლია, მაგრამ უწინდელთან შედარებით, ამ სეზონში მან 80%-ით მოუმატა. მწვრთნელის ნდობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს თავადაც გამომიცდია. შეხედეთ მასიმო კარერასა და მისი მოთამაშეების ურთიერთობას! გუნდი არცთუ საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში იყო, მაგრამ შეცვლილ ფეხბურთელს იტალიელი კოცნიდა! ეს კი მოთამაშეებს ისე მუხტავს..."

ჯანოს გოლზე კომენტარი მოსკოვის "სპარტაკის" უწინდელმა მფლობელმა ანდრეი ჩერვიჩენკომაც გააკეთა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რომელი გოლი უფრო მოგეწონათ, ანანიძის თუ პრომესისო?

"რა თქმა უნდა, ჯანოსი. ეს იყო ბრწყინვალე გოლი, ტურის საუკეთესო, თუმცა არც ისაა გამორიცხული, თვის გოლადაც დასახელდეს. კი, ბატონო, ვნახეთ ბევრი ლამაზი გოლი, მაგრამ ჯანოსი - ერთ-ერთი გამორჩეულია. ესაა ნამდვილი ოსტატობა", - თქვა მან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მიდი შეუბერე, თუ ესე მოინდომებ ვერაფერი გაგაჩერებს. უყვარხარ მთელ საქართველოს. ბევრად მეტს შეძლებ, ცოტა ფიზიკას მოუმატე. ველოდებით მორიგ გოლებს და მორიგ მსოფლიო შეფასება-შექებებს, რაც ქართველებს ძალიან გვსიამოვნებს. იხარე ოჯახით კაი კაცო
იკა
24 სექტემბერი 2016 13:21
0
ვაი Hვენ თავს ხალხო აქაც პოლიტიკაზე ლაპარაკობთ რამ გაგაბოროტათ ასე სირცხვილია
boria
18 სექტემბერი 2016 01:11
0
პატივცემულო ჟურნალისტებო--- გთხოვთ ისწავლოთ მშობლიური ენა,ეს ინგლისური ან ბოტსვანური ან აფრიკაანური ენა ხომ არ არის,მშობლიურია თქვე კაი ხალხო.... ფეხბურთელი ბურთს კი არ იტანს,არამედ გააქვს...
status quo
17 სექტემბერი 2016 23:28
0
რეებს ბჟოტიალობ ბორია ყველაფერს თავი რო დაანებო ჯანო სპარტაკში დადგა ფეხბურთელად და თუ რამეს მიაღწევს ამ კლუბის უდუდესი დამსახურებაა უმადურობა ცხოვრებაში ყველაზე დიდი დაცემაა ადამიანის მაგრამ შენნაირებთან მორალს აზრი არა აქ მხოლოდ უნდა ლანძღო და აგინო რუსეთი და მაშინ იქნება ქართული ფეხბურთი და საერთოდ საქართველო გადარჩენილი მაგრამ ფაქტი სახეზეა რაც არ უნდა მოგწონდეს ეს ქვეყანა რეალობა სხვა რამეს ამტკიცებს ნაცო შენი ინტელექტუარული მონაცემები გაცვეთილ ყბადაღებულ ბოღმიან რიტორიკას ვერ ცდება უბრალოდ ეს ახარ რაც აქ ჩანხარ არაფერი.
Mandela
17 სექტემბერი 2016 22:54
0
ჯანომ ელემანტარულად დაფიქრდა და ივარჯიშა ამ წელს მეტი არაფერი ეს შრომის შედეგია ჰაერზე არაფერი მოდის.23 წლისაა და მისი ფასი 1 წელიწადში 200% გაიზრდება
ებიჯო
17 სექტემბერი 2016 22:29
0
ბორიამ რა ქნა და 4 შვილი ჰყავს და მასე ამრავლებს ქართველებს... წარმატებები ჯანოს
ლევან
17 სექტემბერი 2016 21:34
0
ამ ზღაპრებს კიდევ ვინ გიყვებათ? კარგი, დავუშვათ და სთავაზობდნენ მილიონს, ვინ გითხრათ რომ ვინმეს რისხვა დაიმსახურა ან კარიერას ვინმე დაუნგრევდა. ფაქტია რომ სპარტაკისნაირად ეს ბიჭი არავის სურდა და იმიტომაც დარჩა ამდენი ხანი იქ. რუსთავი2 და ნაცები რასაც გიყვებიან ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროთ. ბორია შენ რა გაგიკეთებია სამშობლოსთვის, რომ სხვისი გულისთვის წყვეტ რა უნდა იყოს მისთვის სამშობლო? გაგებაში არა ხართ და წერთ რა..
odala
17 სექტემბერი 2016 19:40
0
ჯანოს მალე ვიხილავთ ევროპის რომელიმე გრანდში დარწმუნებული ვარ მისი კარგი თამაში არ გამორჩებათ ევროპელ სელექციონერებს. დიდი წარმატებები და ხვთის წყალობა ამ მშრომელ და პატრიოტ ახალგაზრდას მრავალი ასეთი შვილი საქართველოს ჩვენი სამშობლოს საამაყოდ
ბორია
17 სექტემბერი 2016 18:19
0
ბორია - მართალი ხარ! ჯანომ რომ არ გაყიდა სამშობლო, იმიტომაც არის წარმატებული და გოგია, ვაჩიბერაძე და ა.შ. იმიტომაც ბრწყინავენ.... ანუ იმისთქმა მინდა რომ არაფერი არ იკარგება! ჯანო კიდე უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ და უფრო მაგარ გუნდში გადასვლას
დინამო
17 სექტემბერი 2016 15:39
0
ჯანო არის თანამედროვე ქართულ ფეხბურთში ერთად ერთი რომელიც იმსახურებს უდიდეს პატივის ცემას ყველა საქართველოს მოქალაქისგან 17 წლის ბიჭმა უარი თქვა რუსეთის ნაკრებზე მათ პასპორტზე ზღაპრულ პირობებზე და 1000000 დოლარზე რითაც დაიმსახურა მათი რისხვა და კინაღამ კარიერა დაინგრია მაგრამ იბრძოლა და თავის უდიდესი მოთმინებით შრომის მოყვარეობით დარათქმა უნდა ტალანტით აალაპარაკა რუსებიც კი რომ ის არის ერთ ერთი გამორჩეული რუსეთის ჩემპიონატში აქ კი ერთ მატჩში გოლი რომ ვერ გაიტანოს გამოვლენ კლავიატურის ლომები და დაიწყებენ წერას და კრიტიკას დარწმუნებული ვარ 90%პროცენტი მის ადგილას რუსების მაცდურ წინადადებას დასთანხმდებოდა ვაჩიბერიძეს გოგიას და კიდევ ბევრს მათ ნაირებს მოუყევით რომ სამშობლო კაცობა და ვაჟკაცობა არანაირ ფულზე არ ი ყ ი დ ე ბ ა ა ა ა ა ა!
ბორია
17 სექტემბერი 2016 15:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული