ბესნიკ ჰასი: ვაკო ყაზაიშვილი იმიტომ არ ვათამაშე, რომ გუნდელებს არ იცნობს

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ბესნიკ ჰასიმ პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას მთავარმა მწვრთნელმა ის მიზეზიც დაასახელა, რის გამოც გუნდის ქართველი  შემტევი ვაკო ყაზაიშვილი არ ათამაშა.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" მე-9 ტურში შინ "ზაგლებიესთან" ყაზაიშვილის გარეშე ანგარიშით 2:3 დამარცხდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა.

- ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

"ყაზაიშვილი იმიტომ არ ვათამაშე, რომ გუნდელებს არ იცნობს. დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩში ის ფეხბურთელებს ნომრებით მიმართავდა და არა
სახელებით. ამიტომ, ჯერ გუნდელები უნდა გაიცნოს, რათა შემდეგ მათთან შეთამაშება შეძლოს", - ასე ახსნა მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
იცნობს შეფ უბრალოდ დაძაბული მატჩი იყო და დაავიწყდა... აბა მოდი ეხლა და ამას ელაპარაკე რა ფეხბურთზე რა მნიშვნელობა იყო რას ეძახდა არცერთი გონზე არ იყო მარტო ვაკო წვალობდა რაღაცას
ვაი ამის პატრონს
13:35 19-09-2016
0
ვაკო დიდ ფეხბურთს ითამაშებს
giorgi
14:14 19-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული