შოთა არველაძე: შემიძლია ბიბლიაზე დავიფიცო, რომ ეს ჭორია

AutoSharing Option
რუსულ "სპორტ-ექსპრესსთან" საუბარში თელ ავივის "მაკაბის" თავკაცმა შოთა არველაძემ განაცხადა, რომ "კრასნოდარში" მისი მიწვევა მხოლოდ ჭორია:

"დიახ, წავიკითხე ამის შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჭორია. მოდი, სერიოზულები ვიყოთ. თუ მაინც არ გჯერათ, შემიძლია ბიბლიაზე დავიფიცო, იერუსალიმში ჩავიდე და იქ წმინდა ადგილებში დავიფიცო. შემიძლია პოლიგრაფიც გავიარო.

მე მხოლოდ "მაკაბიში" მუშაობაზე ვარ კონცენტრირებული და მსურს გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო".

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს შოთას რუსულ "კრასნოდარს" უკავშირებენ, სადაც ახლახან თორნიკე ოქრიაშვილს ჰქონდა დებიუტი".

ასევე იხილეთ:
"კრასნოდარი" მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის კანდიდატურას განიხილავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული