"კრასნოდარის" სელექციონერი: აი, რატომ ავიყვანეთ ოქრიაშვილი

AutoSharing Option
ახლო წარსულში ცნობილი რუსი ფეხბურთელი და ახლა "კრასნოდარის" სელექციონერი მაქსიმ ბუზნიკინი "კრასნოდარის" ახალწვეულ თორნიკე ოქრიაშვილს აფასებს:

"როგორც მე ვიცი, მას დიდი პაუზა ჰქონდა, ამიტომ ოპტიმალურ ფორმაში ვერ არის. რითი მიიქცია მან ჩვენი ყურადღება? საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველების ძლიერი მხარე ტექნიკაა.

ოქრიაშვილს არასტანდარტული დრიბლინგი აქვს და არასტანდარტული საფეხბურთო აზროვნება. ვფიქრობ, ის გუნდს დაეხმარება", - განაცხადა ბუზნიკინმა.

შეგახსენებთ, რომ "კრასნოდარმა" ქართველ ფეხბურთელთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
4 წელი რუსეთში,ძალიან მებევრება ,ჩაითრევენ ჭაობში.
სოსო
20:22 20-09-2016
0
რა ჭაობი რის ჭაოიბი გამოიჩინოს თავი და რიგი დაუდგება,ჯანომ წელს დაიწყო იმედების გამართლება და ვინ ჩაგრავს?
malxazi
23:01 20-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული