გურამ კაშია: წლების მერე ვეტერანები აღარ იქნებიან, მაგრამ ტრადიცია უნდა გაგრძელდეს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატში "ვიტესმა" "გო ეჰედ იგლსი" 2:0 დაამარცხა. ეს მატჩი არნემის ბრძოლის (1944 წ) მორიგ წლისთავს დაემთხვა და გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ ის ტრადიციულად აღნიშნა.

კაშია მატჩის შემდეგ სამხედრო ჟესტით მიესალმა ჯერ კიდევ შემორჩენილ ვეტერანებს, შემდეგ კი ერთ-ერთ მათგანს თავისი მაისურა უსახსოვრა:

"მხოლოდ ჩემზეც არ არის, ეს საკლუბო ტრადიციაა, მთელი კლუბი, ფეხბურთელები და ფანები ამით პატივს ვცემთ მათ დიდი დამსახურებისთვის. ვადლებულიც ვარ ეს გავაკეთო და ძალიან მიყვარს კიდეც, როცა ვეტერანებს ვაფასებთ.

გავა წლები, შესაძლოა, აღარ იყვნენ ვეტერანები, აღარ ვიყო აქ
მე, მაგრამ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. დიდებულია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ყოველმხრივ ხელს გვიწყობს ჩვენ.

რაც შეეხება თამაშს, როგორც იქნა საკუთარ კედლებში ფანები გავახარეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამიერიდან, შინ უკეთ ვითამაშებთ. საკუთარ კედლებში ქულები აღარ უნდა ვკარგოთ", - განაცხადა გურამ კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული