შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველმა 16 სექტემბერს გამართულ "ორენბურგი"-"სპარტაკის" მატჩში საბოლოო ანგარიში ეფექტური გოლით დააფიქსირა (1:3). ეს მისი მეოთხე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
- ჯანო ანანიძემ "ორენბურგს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]
- ანანიძემ 80%-ით მოუმატა! როგორი გამოხმაურება მოჰყვა ჯანოს გოლს რუსეთში [VIDEO]
"სპარტაკის" ქართველ ჰავებკს რენესანსის ეპოქა უდგას. ჯანო ბევრს იტანს და იტანს ლამაზად. ამ ტურში მან ბურთი
ჯანოს გოლს დიდი უპარატესობა აქვს sovsport.ru-ს გამოკითხვაშიც, სადაც ტურის რჩეულ გოლს მკითხველები ავლენენ. ანანიძეს ხმათა 74% აქვს. ამავე გამოცემის ექსპერტმა ალეკსანდრ ბუბნოვმა ქართველი ტურის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა:
"მესამე მოთამაშის არჩევა იოლი არ იყო. მე-7 ტურში არაერთმა ფეხბურთელმა წარმოაჩინა თავი. აღიარებას იმსახურებდნენ "ზენიტის" მოთამაშეები, რომლებმაც "რუბინს" დიდი ანგარიშით სძლიეს. მაგრამ ისინი უპირველესად, გუნდური თამაშით იყვნენ ძლიერები, ანანიძემ კი "ორენბურგს" დიდებული გოლი გაუტანა", - წერს გამოცემა.
ჯანო ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა საიტმა football.kulichki.net-მა, რომელიც წერს:
"ორენბურგელები საკმაოდ მჭიდროდ თამაშობდნენ დაცვაში და ამის გამო ჯანოს ბურთის მოსაპოვებლად მოედნის სიღრმეში უწევდა ჩასვლა. ის ეხმარებოდა თავისი გუნდის დაცვასაც. მაგრამ ქართველი ლეგიონერი საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩნდა და ბრწყინვალე დარტყმით, ერთი შეხებით "ორენბურგი" ნოკდაუნში გაუშვა. ფაქტია: ანანიძის ანგარიშზე 4 მატჩში 4 გოლია. რუსეთში ყოფნის პერიოდში მას ამდენი ჯერ არცერთ სეზონში გაუტანია".