კლუბის ვებგვერდმა ეს ცნობა მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა და იქვე მიუთითა, რომ ქართველმა ფორვარდმა ფანების სიმპათია "ლუნგბიუსთან", "ჰორსენსთან" (სადაც დუბლი შეასრულა), "ვიბორგსა" და "რანდერსთან" მატჩებით დაიმსახურა.
საინტერესოა, რომ სხირტლაძემ თავი ამის შემდეგაც გამოიჩინა და "ტიპსბლადეტმა" "სონდერიისკესთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
"ქართველმა მეტოქეს ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა და მცველებს თავბრუ დაახვია. სწორედ მან განავითარა
სხირტლაძემ ბოლო ტურში თავის ყოფილ გუნდ "ორჰუსთან" მოგებაშიც (1:0) შეიტანა წვლილი. მართალია, მას არ გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო მოედანზე. "სილკებორგმა" პირველი საგოლე მომენტი სწორედ მისი გადაცემის შემდეგ შექმნა, მაგრამ მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილ მის თანაგუნდელს სიზუსტე დააკლდა და ახლო მანძილიდან ბურთი მიზანს ააცილა. მერე საგოლე მომენტი თავად სხირტლაძემაც შექმნა, თუმცა, ბოლო მომენტში მცველი გადაეფარა და ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"