გიორგი არაბიძეს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზეს...

AutoSharing Option
გიორგი არაბიძე თანახმაა, უკრაინის ნაკრებში ითამაშოს - ეს ხმები გუშინ გავრცელდა და ბევრმა ირწმუნა, რომ დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის შემტევი ნახევარმცველი ამ ნაბიჯის გადადგმას მართლა აპირებდა. ჭორს უნიკალური თვისება აქვს, ავტორი და გამავრცელებელი უცნობია.

"როგორ არ მიიწვიეს, თანაც ბევრჯერ სცადეს, რომ მოქალაქეობა შეეცვალა. მაგრამ გიორგის თავისი ქვეყანა უყვარს, თავისი გულშემატკივარი ელოდება და თავადაც მასთან შეხვედრის მოლოდინშია.

ჩვენ კარგად ვიცით, ამ ხმებს ვინც ავრცელებს - ვითომ, საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა აღარ უნდა. არადა, გიორგის ყველაზე დიდი ოცნება ჩვენი ქვეყნის ნაკრებში თამაშია. პატარაობიდანვე
გამოძახებას განსხვავებული სიხარულით ელოდა.

ფაქტია, სანამ გოჩა ტყებუჩავა 17-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახებდა, ღამეები არ ეძინა", - ამბობს ფეხბურთელის დედა ლელა ბრეგვაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
არაბიძე მაგარი ბიჭია, და დიდი იმედი მაქვს - მაგარი ფეხბურთელი დადგება. რაც შეეხება გაუკრაინელებას... შეიძლება გეწყინოს და სამსახური მიატოვო, შეიძლება გაწყენინონ და ოჯახი მიატოვო. მაგრამ... წყენა და სამშობლო? გაწყენინებს ვიღაც, პიროვნება, ადამიანები; სამშობლო კი ყველაფერზე მაღლა დგას. ჰო და... წარმატებები ვუსურვოთ გიორგის! გაიხარე!
alexandre
12:22 24-09-2016
0
სწორსაც იზამს თუ მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშებს და ფეხბურთის სამყარო გაიცნობს! აბა საქართველოში რა უნდა აკეთოს ამ აფერისტების ხელში???
irakli
09:37 24-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული