ზედიზედ მესამე მატჩია (სათასო შეხვედრის ჩათვლით), რაც გიორგი სასტარტო შემადგენლობაშია, მაგრამ ჩემპიონატში მან პირველად ითამაშა 90 წუთი. ის ურალის 4-2-3-1 სქემაში მარჯვენა გარემარბი იყო (მარცხენა ფლანგზე ჩისამბა ლუნგუმ ითამაშა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა).
ერთადერთი გოლი ლუნგუს პასით ცენტრფორვარდმა პავლიუჩენკომ გაიტანა. ჭანტურიას თამაში რუსულმა გამოცემა "ჩემპიონატმა" 7 ბალით შეაფასა (როგორც ლუნგუსი), რაც საკმაოდ მაღალი შეფასებაა.