დავით ხოჭოლავა უკრაინული პრემიერლიგის IX ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ua-football.com-მა უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. ტურის რჩეულთა შორის მოხვდა ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა.

"უკრაინის ჩემპიონატში "ჩერნომორეცი" უკვე 6 ტურია, გოლს არ უშვებს. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი გუნდის გოლკიპერს მიუძღვის, მაგრამ ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამაც ყველაფერი გააკეთა საამისოდ.

"დნიპროსთან" მატჩში ამ მხრივ, სამაგალითოა. ქართველი ლეგიონერი თავდადებით ეგებებოდა მეტოქის დარტყმებს, მთლიანად ამოკეტა ბალანიუკი, შემდეგ კი დოვბიკი. ის "დნიპროს" ფეხბურთელებს "ჩერნომორეცის" საჯარიმოს მისადგომებთან არაფერს აბედინებდა. შორიდან დარტყმებს კი ხოჭოლავა ხშირად ბლოკავდა", - წერს საიტი, რომელმაც ჩვენებური ამ
სეზონში პირველად შეიყვანა სიმბოლურ ნაკრებში.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის მცველი, რომელიც ახლახან ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში უწინაც მოხვდა - V ტურის რჩეულთა შორის ის football.ua-მ დაასახელა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სასტავში უნდა დააყენოს ვაისმა !!
BADBOY
27 სექტემბერი 2016 14:28
0
მიდი ხოჭო მიაწექი ჯიგარი ხარ !! ვაისს გადაეცით , რომ ასნავნოის იმსახურებს ეს ბიჭი !!!!!!
nika
27 სექტემბერი 2016 10:27
0
კაცი უკრაინის პრემიერლიგაში ხვდება ორ ტურში ერთხელ სიმბოლურში და ვაისი ისეთებს ათამაშებს საქართველოში რომ ვერ ხვდება სიმბოლურში....გამოიფხიკე ვაის ტვალები და მიეცი ამ კაცს შანსი
qomagi
26 სექტემბერი 2016 16:11
0
მეორედ მოხვდა სიმბოლურში ამ გმოცემის მხრიდან, შეცდომა აქვთ საიტზე
Fcbarca
26 სექტემბერი 2016 16:08
0
ყოჩაღ ბიძიკო,სასტავში რომაა იმიტომ,წარმატებები
მიშო
26 სექტემბერი 2016 16:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული