გურამ კაშია: თითქოს, ენერგია არ გვქონდა...

AutoSharing Option
ჰოლანდიის ერედივიზიეს მორიგ ტურში არნემის "ვიტესი" სტუმრად "ტვენტესთან" 1:2 დამარცხდა. გურამ კაშიამ ამ მატჩში 90 წუთი ითამაშა.

მატჩის შემდეგ კაშიამ vi.nl-ს განუცხადა:

"ძალიან ნელ ტემპში ვთამაშობდით. თითქოს, ენერგია არ გვქონდაო, ამიტომაც წავაგეთ. არადა, ასე მგონია, ბურთს 70%-ით ვფლობდით, მაგრამ როცა ასე თამაშობ, ბურთის ფლობას არავითარი აზრი არა აქვს.

ჯერ სეზონის დასაწყისია, ჩვენ შენების პროცესში ვართ. ასე რომ ჯერ ყველაფერი წინაა", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული