![](https://sportall.ge/pictures/image31/47dd1b1b244c431b48638d4ea3505533.jpg)
ყაზანელები რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში დღეს "ტომს" მასპინძლობენ, კვირკველია კი განაცხადშიც არაა შეყვანილი. კვირკველიამ, რომელიც სეზონის დაწყებიდან გუნდის განაცხადში ვერ ხვდებოდა, ამ სეზონში პირველი მატჩი 22 სექტემბერს "ჩიტასთან" რუსეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში ჩაატარა. ამ შეხვედრაში მან მოედანზე 90 წუთი დაყო და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, ხოლო "რუბინმა" მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა.
რუსეთის ჩემპიონატში კი კვირკველიას ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.