ალმათის "ქაირათმა" კახა ცხადაძეს კონტრაქტი 3 წლით გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
29 სექტემბერს, ალმათის "ქაირათმა" 3 წლით გაუგრძელა ხელშეკრულება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

"ქაირათის" მესვეურთა გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ არის, რადგან იმ დროს, როცა გუნდში ცხადაძე-ჩიხრაძის დუეტი მივიდა, ალმათელთა სატურნირო მდგომარეობა ერთობ არასახარბიელო იყო, დღეს კი გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ "ასტანას" ჩემპიონის ტიტულს ეცილება.

გარდა ამისა, ცხადაძის თავკაცობით "ქაირათმა" ითამაშა ევროპალიგაზეც, სადაც შოთა არველაძის "მაკაბისთან" (თელ-ავივი) ორრაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ქუთაისელის ნიკით დავით მუჯირია დარწმუნებული ვარ)))
რომან
20:57 30-09-2016
0
კობი! როგორ გვიყვარდი ყველას და როგორ შეაზიზღე ყველას თავი! პირად ამბიციებს გადააყოლე ეროვნული ნაკრები!!! ყაზახები გვჯობიან ჭკუაში!!!
Burton
15:18 30-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული