მწვრთნელი: "სპორტინგთან" მატჩამდე ვაკოს 4 მატჩი ვნახე და არ ვიცოდი, რაში გამომეყენებინა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ მაგერამ გუნდის ქართველ ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი, რომელსაც პოლონური მედია და პოლონელი ექსპერტები "ლეგიას" ყველაზე საინტერესო და კარგ ტრანსფერად თვლიდნენ, გუნდის შემადგენლობაში ვერ ხვდება, ჩემპიონთა ლიგაზე "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი საერთოდ, 18-კაციან განაცხადს მიღმა დარჩა.

"ლეგიაში" ყოფნის პერიოდში ვაკომ, ჯამში, მოედანზე მხოლოდ 66 წუთი გაატარა.

"ვაკო ჩვენთან ერთად პორტუგალიაში იყო. რატომ დარჩა განაცხადს მიღმა? "სპორტინგთან" მატჩამდე DVD-ზე მისი 4 მატჩი ვნახე, მაგრამ ვერ მოვიფიქრე, რაში გამომეყენებინა ის.

გუნდის მოსამზადებლად მცირე დრო
მქონდა, ამიტომ სამშაბათს ისინი დავაყენე შემადგენლობაში, ვისზეც ვიცოდი, რას შესძენდნენ გუნდს.

ვაკო ძალიან კარგი და ნიჭით აღსავსე ფეხბურთელია. ცხადია, უახლოეს მატჩებში ის გუნდს ძალიან გამოადგება. მას ხუთშაბათს ვესაუბრე. ავუხსენი, თუ როგორ იმედს ვამყარებ მასზე და ვკითხე, თუ რა პოზიციაზე ურჩევნია თამაში.

ჩემი აზრით, ვაკოს მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. ვნახოთ, რა იქნება - მოთმინებაა საჭირო.

ის ახალგაზრდაა და სწორი მიმართულებით მიდის. ლისაბონში სადილის დროს ვნახე, გუნდელებს ესაუბრებოდა და ეხუმრებოდა. ახლა ის ეროვნულ ნაკრებში მიდის, ასე რომ, ისევ არ იქნება ჩვენთან, მაგრამ დაბრუნებისთანავე მძიმე სამუშაო უნდა იტვირთოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხვდება ძირითად შემადგენლობაში", - ციტირებს მწვრთნელს Sport.pl.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რა თავს იქებენ ბოლოს და ბოლოს ლეგიაა გაბდღვნენ ლიგაზე ჩემი აზრით ყველაზე სუსტი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდებს შორის ორი აზრი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ პოლონეთის ჩემპიონატიც ძალიან დაბალი დონის არის ევროპული საზომებით და ამ კლუბში რომ გაუჭირდებოდა ყაზაიშვილს ფეხის მოკიდება ვინ იფიქრებდა ამას მარა მისი ბრალია არ უნდა გადასულიყო ლეგიაში გამოდის მწვრთნელი და ისეთ განცხადებებს აკეთებს ვითომ ბარსას ან რეალის დონის გუნდს მოძღვრავდეს წადი ბიძიკო ჯერ სოსონოვეცის ხოჟუვს და კრაკოვის ვისლას მოუგე და მერე ისაუბრე ლეგიას ამბიციურობაზე რა უნდა ჯერ ესეთ სუსტ გუნდს ლიგაზე თუნდაც მე 2 ეშელონის გუნდებიდან კრასნოდარი ყოფილიყო ამის მაგივრად გააპობდა შუაზე ამნაირ თახსირ გუნდებს ვაი შენს პატრონს ვის რას ემადლები შენი ... ლეგიათი რა გუნდი ლეგია კია 1 მომენტი არ შეუქმნია ბენფიკასთან გახიენ შუაზე და ყაზაიშვილმა უნდა დიდი შრომა გაწიოსო რომ ლეგიას ძირითადში მოხვდესო ვითომ ბაჯო ბერკამპი და დელპიერო ყავდეს ვაკოს მაგივრად გუნდში ამ უვიცს ამას ეს ფეხბურთელის ბრალია ესე არ უნდა დაიმცირო თავი და ჰოლანდიის ჩემპიდან პოლონეთში არ უნდა წახვიდე სათამაშოდ რაის ლეგია არა ტოროლა კიდე.
Mandela
01 ოქტომბერი 2016 12:51
0
ვაკო დაუმტკიცე ერთი მაგ დანგრატს ვინ არის გამოუკენებელი...
Vito
01 ოქტომბერი 2016 12:33
0
ეს უფრო იმას გავს რო ლიგაზე ამის იმედი ნაკლებად აქვს და მეტი არაფელი.და საერთოდ სად ლეგია და სად ლიგის ბობოლები კაი რა.დიდი შრომა მოუწევს რო ჩაჯდეს სასტავშიო ერთი სიტყვით.
qutaiseli
01 ოქტომბერი 2016 12:11
0
ეს მწვრთნელი მაგარი არაადეკვატური და ;....
გოგლიკა
01 ოქტომბერი 2016 12:09
0
ანუ არ მევასებაო
haha
01 ოქტომბერი 2016 11:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული