ლევან მჭედლიძისა და რომან ჭანტურიას მწვრთნელს კლუბში ულტიმატუმი წაუყენეს

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძისა და რომან ჭანტურიას გუნდის, "ემპოლის" მთავარ მწვრთნელ ჯოვანი მარტუშელოს კლუბის ხელმძღვანელობამ 2-მატჩიანი ვადა მისცა საიმისოდ, რათა დაკავებული თანამდებობა შეინარჩუნოს. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

წყაროს ცნობით, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 45 წლის სპეციალისტის გაშვებაზე კლუბში უკვე სერიოზულად ფიქრობენ. 7 ტურის შემდეგ "ემპოლის" 4 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.

მარტუშელომ "ემპოლი" მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდი მაურიციო სარიმ და მარკო ჯამპაოლომ დატოვეს, რომლებიც შესაბამისად, "ნაპოლისა" და "სამპდორიაში" გადაბარგდნენ.

მარტუშელოსთვის გადამწყვეტი სერია A-ს ორ უახლოეს ტურში
გასამართი მატჩები გახდება - "ჯენოასა" და "კიევოსთან". მწვრთნელს დაემშვიდობებიან იმ შემთხვევაში, თუკი გუნდი ამ ორ შეხვედრაში 6 ქულას ვერ მოიპოვებს.

რაც შეეხება გუნდის ქართველ ლეგიონერებს, მჭედლიძემ მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ბოლო ორ მატჩში, შეცვლაზე ითამაშა და გოლი არ გაუტანია. ჭანტურიას კი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, "ემპოლის" მთავარ გუნდში თამაშის საშუალება ჯერჯერობით არ ჰქონია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირდაპირ გაეშვათ ბარემ! "ჯენოასთან" და "კიევოსთან" 6 ქულას "ემპოლი" კი არა,ლიდერებიც ვერ მოიპოვებენ.
ჯოი გაგა
09:45 11-10-2016
0
იქნებ მოხსნან ეს კაცი და მჭედლიძეს ეღირსოს ძირითადში თამაში,ახლა მჭედლიძეს სათამაშო პრაქტიკა ძალიან ჭირდება რათა ფორმაში შევიდეს.
bebeto
17:55 10-10-2016
0

სიახლეები პოპულარული