ნიკა კვეკვესკირი ინდივიდუალურ ვარჯიშს 3 დღეში დაიწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აზერბაიჯანული "გაბალას" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი აზერბაიჯანულ გუნდს 13 ოქტომბერს შეუერთდება, 14-ში კი ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაიწყებს.

აღნიშნულ ინფორმაციას azerisport.com-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კვეკვესკირი "გაბალას" კიდევ ორ მატჩს გამოტოვებს - 15 ოქტომბერს ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას "ინტერთან" და 20 ოქტომბერს ევროპალიგის მესამე ტურის მატჩს "სენტ ეტიენთან".

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნახევარმცველს, რომელიც "გაბალას" რიგებში ბოლოს 10 სექტემბერს და ისიც შეცვლაზე გამოჩნდა, კოჭი დაუზიანდა, რის გამოც ის ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარა ირლანდიასა და უელსთან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალბათ ნიკა და ვაკო გვილია დღესდღეობით უკონკურენტოა მოედნის ცენტრში,ვგულისხმობ ნაკრებს.რათქმაუნდა კანკავა თუ შევა ისევ ფორმაში დაბრუნდება და მერე სხვანაირად განიხილება ალბათ ეგ საკითხი,მე მაინც ნიკა და ვაკოს დუეტი მომეწონება
mindia
14:11 11-10-2016
0
მინდიას მოსაზრებას ვემხრობი კვეკვე და ვაკო დახაზავენ რა ორივე სხარტი და მსუბუქ ი ნახევარმცველია ტან დარტყმაც აქვტ დაყენებული კარგად.აი მოლდოვასტან უნდა დააყენოს ეგრე და ვნახოტ.
ბაჯო
14:40 11-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული