ჯაბა ლიპარტია: ...უკრაინის ნაკრების მაისური და უკრაინული პასპორტი მაჩუქეს

AutoSharing Option
"ზორიას" ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა. ამასთან, ლიპარტიამ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც სამახსოვროდ "ზორიას" მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- როგორია ამდენი ხნის მანძილზე უკრაინაში ცხოვრება, რომელიც დარწმუნებული ვარ, შენთვის მეორე სამშობლოდ იქცა? მქონდა უკრაინაში ცხოვრების ბედნიერება და ძალიან უშუალო, მეგობრული, თბილი ხალხია. უცხოელს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, ისე ხვდებიან. როგორ არის ეს ყველაფერი შენთან მიმართებაში?
- ჩემთან მიმართებაშიც მასეა :) ქართველები ძალიან უყვართ და არც მე ვარ გამონაკლისი :)

ისე, ერთხელ
ტურნირი მოვაწყვეთ მინი-ფეხბურთში გულშემატკივრებისთვის. 4 გუნდად დაგვყვეს და მწვრთნელმა მე ლეგიონერების გუნდში არ დამაყენა - იმდენი ხანია აქ ხარ, შენ უკრაინელი ხარო :)) თამაშის დაწყებამდე ბიჭებმა უკრაინის ნაკრების ფორმა მაჩუქეს და უკრაინული პასპორტი :))))

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ჯაბა ლიპარტიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა დააშავა ამ ბიჭმა,რომ ქართული ფეხბურთის "მამებმა"ერთი შანსი არ მისცეს ნაკრებში,არადა იმსახურებს!!!
vaso
13:01 13-10-2016
0
რმერთმა დაგლოცოს!
shoda
19:51 12-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული