ჭანტურია VS ჟულიანო - ქართველი დრიბლინგით რუსეთში საუკეთესოა!

AutoSharing Option
დღეს, 16 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში, გიორგი ჭანტურიას "ურალი" "ზენიტს" უმასპინძლებს. InStat Football-ის ანალიტიკოსებმა ერთმანეთს ამ გუნდების წამყვანი შემტევი ნახევარმცველები, ჟულიანო და გიორგი ჭანტურია შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ მთლიანობაში, ჟულიანოს ჭანტურიაზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, მაგრამ ქართველსაც აქვს თავისი ძლიერი მხარეები - უპირველესად, ეს დრიბლინგია.

ამჟამად, ჭანტურია დრიბლინგის მაჩვენებლით რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია (ერთ მატჩში საშუალოდ 16). ჭანტურია ამ მაჩვენებლით წინა წელს რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ბრაზილიელ ჰალკსაც კი სჯობს, რომლის ანგარიშზე ერთ მატჩში საშუალოდ 14 დრიბლინგი იყო. აღსანიშნავია ასევე ჭანტურიას მაღალი
ეფექტიანობა ამ მაჩვენებელში - მისი დრიბლინგების 70% წარმატებულია.

InStat-ის ვერსიით, ჟულიანო რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ დრიბლინგებმა დაღუპა ეს ბიჭი ზუსტად, შეეშვას მატაობას და თამაში დაიწყოს, აჯობებდა.
kote
13:54 16-10-2016
0
ვერ მოიშალა მაინც ეს მატაობა ამან თან ყველა მაგას ეუბნება და არ ესმის :D მესი ხარო ერთხელ უთხრეს და ვერ ამოიგდო თავიდან
beso
14:54 16-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული